ქვემო ქართლი. 12 ნოემბერს, დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში ტოლერანტობის თვესთან დაკავშირებით ჩატარდა თანატოლთა ტრენინგ-სემინარი.
„შეხვედრა წარმოდგენილი იყო ორ ნაწილად: პირველი - ლექცია და დისკუსია ტოლერანტობის დადებით მხარეებზე, მის ისტორიაზე, ევროკავშირისა და აშშ-ს გამოცდილებაზე, ხოლო მეორე - ჯგუფური მუშაობა, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა პრეზენტაციის სახით ისაუბრეს ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების ალტერნატიულ გზებზე”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში