თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, იმერეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა.
„იმერეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს ქალთა წარმომადგენლობა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან შედარებით, გაზრდილია. ამასთან, სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქალია. მიუხედავად ამისა, ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს შორის დაბალია," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge