თბილისი. 8-9 ნოემბერს, თბილისში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი თემაზე, „სისტემური ცვლილება და მონაწილეობა “, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რეგიონული ჰაბების წარმომადგენლები.
ტრენინგის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა სისტემური ცვლილებისა და მონაწილეობითი მიდგომების შესახებ, ისინი ასევე გაეცნენ მონაწილეობით ინსტრუმენტებს და გაიუმჯობესეს ფასილიტაციის უნარ-ჩვევები. რეგიონულ ჰაბებს გადაეცემათ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის სრული პაკეტი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავად დაგეგმონ და ჩაატარონ ტრენინგები მოცემულ საკითხებზე, საკუთარ თემში.
ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა პროექტ ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)