en
ge

PHR-ის წარმომადგენელი ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა

თბილისი. საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრაზე PHR-ის ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი მოხსენებით გამოვიდა.
„ანამ იმ ბავშვების უფლებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც შრომითი მიგრაციის შედეგად მშობლების ზრუნვის გარეშე რჩებიან ქვეყანაში. მოხსენებისას მან აღნიშნა, რომ არსებობს გაზრდილი საფრთხე, რომ ამ ბავშვების უფლებები დაუცველია, ვინაიდან მათ შესახებ სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ხედვა, არ აწარმოებს სტატისტიკას და არ ითვალისწინებს მათ საჭიროებებს. შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ბავშვია დარჩენილი მშობლის ზრუნვის გარეშე. ასევე, სახელმწიფომ არ იცის, სად იმყოფებიან ეს ბავშვები, ვინ ზრუნავს მათზე და რამდენად არიან ამ ბავშვებზე ზრუნვის განმახორციელებელი პირები მათი კანონიერი წარმომადგენლები," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phr.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)