თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: საზოგადოებრივი მოძრაობების შემოწირულობა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.
„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე სავარაუდოდ არაფორმალური საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლებმაც სხვადასხვა საჯარო პოლიტიკური ღონისძიება გამართეს.
მათ შორისაა „მე ვიცავ თავისუფლებას", „არა მიშას, არა ნაცებს", „არა ნაციზმს" და სხვა. ამ ორგანიზაციების ღონისძიებები მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ ჯგუფების ქმედებები აშკარად შეიცავს ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო და მეორის საწინააღმდეგო აგიტაციას და ამისთვის სავარაუდოდ იხარჯება გარკვეული თანხები. ეს ქმედებები კი შესაძლოა წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაღებულ შემოწირულობას, რომელთა იდენტიფიცირებასა და აღრიცხვაზე ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა გაწიოს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge