en
ge

კამპანია „უფლება გაქვს, იცოდე“ – ACCESS-ის ანგარიში საზოგადოებას

თბილისი. EWMI ACCESS-მა დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში სლოგანით „უფლება გაქვს, იცოდე".
„შეხვედრებზე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები ეცნობიან ACCESS-ის მიზნებს, ძირითად მიდგომებს, ბოლო 4 წლის მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს. მათ ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გაუზიარონ ACCESS-ს ამ აქტივობებთან და ზოგადად, სამოქალაქო სექტორში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით.
13 ნოემბერს, პირველი ასეთი შეხვედრა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ACCESS-ის საქმიანობაზე, მათ შორის, ახალ საგრანტო კონკურსზე, რომელიც მომავალ კვირას გამოცხადდება და ორგანიზაციული განვითარების მიმდინარე პროგრამაზე," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ewmi-access.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)