თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: თბილისის საქალაქო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა რისკის ქვეშ აყენებს დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობას.
„2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურო ამოწმებს თანამდებობის პირთა დეკლარაციებში მითითებული ინფორმაციის სისწორეს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ბიურო აჯარიმებს ან აფრთხილებს თანამდებობის პირს, რომელსაც შეუძლია ბიუროს განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას მონიტორინგის მექანიზმის ეფექტურად ფუნქციონირებას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge