თბილისი. 13 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, მოლი ლიენმა, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას.
„შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტი - ლიდერობა საქართველოში მდგრადი განვითარებისთვის (Leadership for Sustainable Development in Georgia) - რომელსაც ორგანიზაცია მომდევნო 30 თვის მანძილზე განახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოში მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდას მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში