თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), 17-18 ნოემბერს, მართავენ სემინარს უფროსკლასელებისათვის - „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება".
ორდღიანი სემინარი იმართება თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში. (ალექსანდრე ჭავჭავაძის #10). პრაქტიკულ ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებენ XI და XII კლასების მოსწავლეები თბილისისა და რეგიონების სკოლებიდან.
ორგანიზატორების განცხადებით, სემინარი დაეხმარება ახალგაზრდებს, აიმაღლონ ცოდნა მასობრივი კომუნიკაციისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გააძლიერებს მათ უნარს, კრიტიკულად გაანალიზონ, რა კავშირი არსებობს მედიას, აუდიტორიასა და ინფორმაციას შორის.
წყარო: http://qartia.ge