en
ge

CSOs: ცესკო-ს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებით, - არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს გაიმართოს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებია უგულებელყოფილი.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დაშვებულია, რომელიც ასეთ შემთხვევაში უქმე დღედ ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი და არამიზანშეწონილია”, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში, - „მათ მიერვე შექმნილი პრობლემით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკო-მ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24 საათამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ეს შეღავათი იყოს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ და სხვა ქალაქში უნდა წავიდნენ ხმის მისაცემად. გარდა ამისა, ამ რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და საქართველოს „საარჩევნო კოდექსი" დაარღვია, ვინაიდან კოდექსით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20 საათზე".
სრულად 
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)