თბილისი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.
საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 41 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. მედია მონიტორინგის პროცესში კომისია წინასაარჩევნო რეკლამას, დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებს, წინასაარჩევნო აგიტაციასა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდა. ანგარიშში დეტალურად არის მოცემული მაუწყებლების მიერ საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, როგორც პრაიმ ტაიმში, ასევე პრაიმ ტაიმს მიღმა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი