აჭარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი და „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" აგრძელებს პროექტების წერის ტრენინგს, რომლის მიზანია ახალგაზრდების უნარების გაძლიერება პროექტების წერის მიმართულებით.
პროექტში მონაწილეობს 15 ახალგაზრდა, რომლებიც პროექტის წერასთან ერთად ეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების პრინციპებს, თვითმმართველობის საქმიანობას და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებს.
ტრენინგების ბოლოს აღნიშნული ჯგუფები რეალურად განახორციელებენ მათ მიერ დაწერილ პროექტებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში