en
ge

საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების მონიტორინგი

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" (TI) საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, მეორე ტურისთვის საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება იქონიოს არჩევნების შედეგებზე. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულებები კვლავ დაახლოებით ხუთჯერ აღემატებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებულ შემოწირულებებს. განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა ისეთი შემთხვევების ზრდა, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს ამომრჩევლის მოსყიდვა", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)