თბილისი. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ჩაატარა კვლევა: ანტიდასავლური დისკურსი ქართულენოვან სოციალურ მედიაში.
„კვლევის ფარგლებში CRRC-მ გააანალიზა 70-მდე Facebook გვერდისა და ჯგუფის პოსტები, კომენტარები, რეაქციები და გაზიარებული ინფორმაცია. შედეგები გვიჩვენებს, თუ რამდენად იზრდება ანტიდასავლური ჯგუფების რაოდენობა სოციალურ მედიაში, რა წყაროებს იყენებენ ისინი, როგორი ტონით საუბრობენ დასავლეთისა და რუსეთის შესახებ,” ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში