იმერეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) დასკვნით, შ.პ.ს. „პარკინგსერვისი" ქუთაისის მერიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს კვლავ არ ასრულებს.
„პირველი კვლევა ამ საკითხზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2017 წელს ჩაატარა და მერიას რეკომენდაციებით მიმართა, თუმცა მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. ჩვენი მიგნებებით, სახეზეა როგორც კომპანიის არაეფექტური მართვა, ასევე არაეფექტური ზედამხედველობა მერიის მხრიდან, რაც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. მიგვაჩნია, ასევე, რომ კიდევ ერთხელ უნდა გაანალიზდეს იმ გადაწყვეტილების ადექვატურობა, რომლითაც ქუთაისში პარკინგის მოწესრიგებისთვის სახელმწიფო კომპანია შეიქმნა და არ შეირჩა კერძო კომპანია", - აღნიშნულია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი