სამეგრელო. 4 დეკემბერს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ინგირის I საჯარო სკოლაში ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „ევროკავშირი და საქართველო."
„ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროპული ფასეულობების და დასავლური ღირებულებების, საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ. სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში