კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) მის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის: „ჯანმრთელობისა და ზრუნვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავების გზამკვლევი" პრეზენტაცია გამართა.
„გზამკვლევი განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვისა და ზრუნვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის სახელმძღვანელო პრინციპებს.
პრეზენტაციის შემდგომ, გაიმართა ფასილიტირებული დისკუსია საკითხზე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ზრუნვაზე ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში