en
ge

ევროკავშირის ხელშეწყობა ღვინის წარმოებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

კახეთი. ევროკავშირის სოფლის განვითრების პროექტის საგრანტო მხარდაჭერით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საოჯახო ღვინის მარანი, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრი და სადეგუსტაციო დარბაზი გაიხსნა.
აღნიშნული ბიზნესინიციატივით შეიქმნა მუდმივი 12, ხოლო სეზონურად 20 სამუშაო ადგილი და კიდევ ერთ ფერმერს მიეცა შესაძლებლობა აწარმოოს და მომავალში ექსპორტზე გაიტანოს როგორც ევროპული, ისე ტრადიციული წესით დაყენებული მაღალი ხარისხის ორგანული ღვინო.
სოფლის განვითარების ამ ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტი 68,188 ლარის ოდენობით განისაზღვრა, სადაც 29,936 ლარი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)" საგრანტო დაფინანსებამ, ხოლო 38,252 ლარი ბენეფიციარის ფულადმა თანამონაწილეობამ შეადგინა.
სრულად 
წყარო: http://enpard.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)