en
ge

კონკურსი ,,გაიცანით, ის გმირია’’ დაჯილდოება

იმერეთი. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 20 მარტს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით კონკურსის ,,გაიცანით, ის გმირია’’ შემაჯამებელი ფინალური ეტაპი გაიმართა. კონკურსში პროგრამის იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების  სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრები მონაწილეობდნენ. კონკურსის განმავლობაში მონაწილეებმა სლაიდ შოუები და ვიდეო ფილმები მათ რჩეულ სამოქალაქო გმირებზე წარადგინეს. 
გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული, რომლებიც სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. სიგელები და სიმბოლური პრიზები გადაეცა ყველა მონაწილეს.
წყარო: kedec.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023