en
ge

რუსთავში მომხდარი ძალადობა რასობრივ დისკრიმინაციად დაკვალიფიცირდა

თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ინფორმაციით, რუსთავში მომხდარი ძალადობა რასობრივ დისკრიმინაციად დაკვალიფიცირდა.
კამერუნის მოქალაქე გ.მ.-ს 29 ნოემბერს, სამარშრუტო ტაქსში, ერთ-ერთმა მგზავრმა კანის ფერის გამო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან გ.მ.-ს მიმართ გამოიყენა სიძულვილის ენა რასობრივი ნიშნით, უწოდებდა რა მას „ზანგს" და ქუჩაშიც განაგრძობდა ფიზიკურ, სიტყვიერ შეურაცხყოფას.
„საქმეში ჩართვისთანავე, TDI-მ გ.მ.-სთვის დაზარალებულის სტატუსის, ხოლო საქმისათვის რასობრივი დისკრიმინაციის კვალიფიკაციის მინიჭება მოითხოვა. 4 დეკემბერს, TDI-ის იურისტის მონაწილეობით, დანაშაულის ჩამდენი პირის ამოცნობის პროცედურაც ჩატარდა, ხოლო 6 დეკემბერს რასობრივი შეუწყნარებლობის ნიადაგზე ძალადობის მსხვერპლს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: tdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)