en
ge

საია: ინიცირებული რეგულაცია არაკონსტიტუციურია

თბილისი. საია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებით ინიცირებულ რეგულაციას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.
„6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა პარლამენტის წევრების, გურამ მაჭარაშვილისა და რატი იონათამიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და მათზე აღარ გავრცელდება ის შრომითი გარანტიები, რომლებიც გათვალისწინებულია პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის. აღნიშნულ კანონპროექტზე ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მისი დაჩქარებული წესით განხილვის, მათ შორის, ერთ დღეს ორი მოსმენით განხილვის თაობაზე.
მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და არ შეესაბამება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განმტკიცებულ პრინციპებს, რითაც უხეშად არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს", - ვკითხულობთ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)