თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) მიმოიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სტაჟირების პერიოდი სამუშაო სტაჟში ჩაითვლება.
„საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში და „საქართველოს შრომის კოდექსში". საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს შრომით ბაზარზე სტაჟიორის/პრაქტიკანტის სტატუსის განსაზღვრას და სტაჟირების პერიოდის სამუშაო სტაჟში ჩათვლას", - აღნიშნულია TI-ის მიერ განხორციელებულ ანალიზში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი