en
ge

საშუალო კლასი საქართველოში: რაოდენობრივი შეფასება, დინამიკა და პროფილი

თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი აქვეყნებს კვლევას: საშუალო კლასი საქართველოში: რაოდენობრივი შეფასება, დინამიკა და პროფილი.
„საშუალო კლასის ხვედრითი წონის ზრდა ქვეყნის სტაბილური განვითარების ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. საზოგადოება სოციალურად სტაბილურად შეიძლება ჩაითვალოს, თუ მასში საშუალო კლასის ხვედრითი წონა მინიმუმ 50 პროცენტზე მეტია. სხვა შემთხვევაში საქმე პოლარიზებულ საზოგადოებასთან გვექნება, რომელიც სოციალური რყევებისკენაა მიდრეკილი და დესტრუქციულ მუხტს ატარებს. ჩვენი შემოთავაზებული მიდგომით, საშუალო კლასის ხვედრითი წონა საქართველოში ცხრა კრიტერიუმით მხოლოდ 16 პროცენტს შეადგენდა (2016 წელი), ხოლო რვა კრიტერიუმით - 24.6 პროცენტს (2017 წელი). ანუ დასაქმების პროფილის გათვალისწინების გარეშეც კი, საქართველოში საშუალო კლასის შინამეურნეობათა ხვედრითი წონა გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის სტაბილურობისათვის აუცილებელი მინიმუმის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ამასთან, მთლიანად საშუალო კლასის თითქმის 45 პროცენტი სოციო-ეკონომიკურად ნაკლებად მდგრადი - ქვედა საშუალო კლასია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.gfsis.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)