თბილისი. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აქვეყნებს მიმოხილვას, გამოხატვის თავისუფლების შესახებ 2018 წლის საქართველოში.
„2018 წელი გამოხატვის თავისუფლებისათვის გამოწვევად შეგვიძლია შევაფასოთ. ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო რეგრესულმა და თავისუფალი გამოხატვის შემზღუდველმა ინიციატივებმა, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში. საზოგადოების მწვავე რეაქციის და ნეგატიური გამოხმაურების შედეგად ამ ინიციატივების უმეტესობა კანონად ვერ გადაიქცა, თუმცა, მიუხედავად ამისა, შემაშფოთებელია პარლამენტში მსგავსი ინიციატივების მომრავლება და ამ ფონზე სასამართლოს მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის სადავო და საშიშ ინტერპრეტაციას ახდენს”, - ვკითხულობთ წინასიტყვაობაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი