თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" (TI) მიიჩნევენ, რომ, 15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერით გასული რეპორტაჟის საფუძველზე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე.
„რეპორტაჟში წარმოდგენილი იყო ვიდეოჩანაწერები, თუ როგორ აყალბებდნენ ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებს სხვადასხვა გზით", - ნათქვამია TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მათ შორის, დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი