en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციისათვის თელავში მიმავალი გზების გადაკეტვა შეკრების თავისუფლების მორიგი შეზღუდვაა.
„ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავთ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში მანიფესტაციის ჩატარების ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ქმედება და მანიფესტანტების უფლებების შეზღუდვა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ვითარებას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო არა რიგითი საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბება, არამედ სახელმწიფოს ინსტიტუციონალური ნაბიჯი - ოპოზიციის წარმომადგენელთათვის ქ. თელავში შესვლის აკრძალვით, არამართლზომიერად შეეზღუდათ გადაადგილების თავისუფლება და ამდენად არ მიეცათ მათთვის აქციის გამართვის საშუალება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ზიანს აყენებს პოლიციის რეპუტაციას, რაც თავის მხრივ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება".
სრულად 
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)