თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), დღეისთვის, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში დაგეგმილ, შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის პროექტის განხილვას ეხმაურება.
„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ინიციატივას, დახვეწოს შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი, აღმოფხვრას კანონმდებლობაში ამ მიმართულებით არსებული ძირითადი ხარვეზები და მეტად დაუახლოვოს ის საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა, შემოთავაზებული ცვლილებები კვლავ არ ქმნის სრულყოფილ საკანონმდებლო ჩარჩოს შრომითი უფლებების ეფექტიანი და სამართლიანი დაცვის მიზნით", - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი