en
ge

ISFED: არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) მიიჩნევს, რომ 15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა „შაბათის კურიერის" სიუჟეტში დაფიქსირებულ ფაქტებზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
„სიუჟეტში ნაჩვენებია დმანისის, სენაკის, მარნეულისა და ბოლნისის უბნებთან დაკავშირებული ვიდეო მასალები, სადაც ჩანს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ნაცვლად ყალბი ხელმოწერების გაკეთების, ბიულეტენების ჩაყრის და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები", - ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხახდებაში, - „სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, უნდა დაიწყოს გამოძიება და წარიმართოს დროულად და ეფექტურად, რათა ადეკვატური პასუხი მოეთხოვოთ სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირებს, რაც სამომავლოდ ამგვარი დანაშაულების ჩადენის რისკებს შეამცირებს".
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)