თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომისია ამ დოკუმენტში საქართველოს პროკურატურასა და სასამართლოში ძირეული რეფორმების საჭიროებაზე მიუთითებს.
„ვენეციის კომისიის დასკვნამ კიდევ ერთელ დაადასტურა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საჭიროება, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რაზეც მრავალი წელია საია და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს აქტიურად მიუთითებდნენ. ამასთან", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „საია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობის პროცესში და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას შექმნან შესაბამისი ფორმატები ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე ცვლილებებზე ეფექტიანი მუშაობისთვის, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი