აჭარა. 19 დეკემბერს ბათუმის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტრენინგი თემაზე: „ყალბი ამბების გავრცელება".
ტრენინგს „ბათუმელების" ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: რა მიზნით ავრცელებენ ყალბ ამბავს, როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი ინფორმაციისგან. ასევე, მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები თუ როგორ გამოიცნონ ყალბი ამბები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში