en
ge

თბილისის საქალაქო სასამართლო თსუ-ის წინააღმდეგ მაგისტრის სარჩელს განიხილავს

თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ანა თავხელიძის სარჩელი, სადაც სტუდენტი თავისი სამაგისტრო ნაშრომის შეფასების გაუქმებასა და დამოუკიდებელი კომისიის წინაშე სამაგისტრო ნაშრომის ხელახლა დაცვას მოითხოვს.
„მოსარჩელე ამტკიცებს, რომ საგამოცდო კომისიამ მის მიმართ გენდერულად მტრული გარემო შექმნა, სტერეოტიპული და სექსისტური შეფასებების გამო კი დაირღვა მისი განათლების უფლება.
სამაგისტრო ნაშრომის დაცვის განმავლობაში ხდებოდა მაგისტრანტის განსხვავებული მოსაზრებების უარყოფა გენდერული სტერეოტიპების საფუძველზე. ნაშრომის დაცვა მიმდინარეობდა არაჯანსაღ, გენდერულად უთანასწორო გარემოში, რის გამოც მას არ მიეცა პრეზენტაციის სრულყოფილად გაკეთების შესაძლებლობა. კომისიის წევრი სტუდენტის მიმართ იყენებდა დისკრიმინაციულ ფრაზებს: "სამართლებრივ სიბეცე”, "ევროპიდან წამოღებული სისულელე” და სხვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
მაგისტრის ინტერესებს სასამართლოში PHR-ის იურისტები დაიცავენ.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023