თბილისი. 19 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა - „დასაქმების შესაძლებლობები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის," სადაც მოხდა დასაქმების პორტალის პრეზენტაციაც. შეხვედრას ბიზნეს კომპანიებისა და მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კერძო სექტორის ჩართულობასა და თანამშრობლობის შესაძლებლობებზე. სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფოს როლისა და არსებული გამოცდილების შესახებ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და დასაქმების კუთხით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში