en
ge

IDFI - ვენეციის კომისის დასკვნის შესახებ

თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ვენეციის კომისიის მიერ საპროკურორო საბჭოს ახალ დებულებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებას ეხმაურება.
„ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ამ ხარვეზის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პროკურატურის შესახებ კანონის პროექტის შემუშავების პროცესიდანვე საუბრობდნენ. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) პროკურატურის შესახებ კანონის პროექტზე მომზადებულ მოსაზრებებში საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართა აღნიშნული კანონით დაერეგულირებინა მითითებების წერილობით გაცემის სავალდებულოობა, თუმცა, პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროკურორო საბჭოსთვის ფუნქციების გაზრდა და მისი შემადგენლობის გადახედვა რეკომენდაციის სახით შესთავაზეს პარლამენტს კანონის პროექტის სამუშაო ჯგუფში განხილვის ეტაპზე. აღნიშნული საკითხის განხილვა პარლამენტმა გადადო ვენეციის კომისიის მიერ კანონპროექტის შეფასების მიღებამდე", - აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში, - „IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ვენეციის კომისიის ზემოთ მოცემული მოსაზრებების შესაბამისად, დაუბრუნდეს პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას სამუშაო ჯგუფის ფორმატში და მაქსიმალურად უზრუნველყოს ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების ასახვა საკანონმდებლო ცვლილებებში. ამ რეკომენდაციების ასახვა პროკურატურის შესახებ ახალ კანონში ხელს შეუწყობს პროკურატურის სისტემაში მიმდინარე რეფორმის ეფექტიან განხორციელებას".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023