აჭარა. პროექტის „სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი" ფარგლებში „ოცნების ქალაქში" მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებისთვის (10-დან 30 წლამდე ბენეფიციარებისთვის) ხორციელდება სასწავლო-საგანმანათლებლო კურსი ინგლისურ ენაში.
„მას ორგანიზაციის თანამშრომელი, პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგი, ელზა ლემსაძე ატარებს. ინგლისური ენის კურსები ტარდება კვირაში ორჯერ, ორი საათის განმავლობაში. სწავლების პროცესი დატვირთულია სხვადასხვა სავარჯიშოებით და ინგლისურენოვანი აუდიო მოსასმენი დავალებებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში