en
ge

ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) დასკვნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის 10 პირს ქონებრივი დეკლარაცია არასწორად აქვს შევსებული, რითაც კანონმდებლობის მოთხოვნები ირღვევა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 26-30 ნოემბერს ქობულეთის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის 30-მდე პირის დეკლარაცია შეისწავლა. დარღვევებს შორის ყველაზე მეტია შემთხვევები, როცა თანამდებობის პირებმა არ მიუთითეს ან არასწორად აღნიშნეს ოჯახის წევრების ქონება და სამეწარმეო საქმიანობა. ასეთი 6 ფაქტი გამოვლინდა. 3 შემთხვევაში პირებმა კომპანიებში კუთვნილი წილების მართვის უფლება სხვა პირებს არ გადასცეს, როგორც ამას საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი მოითხოვს. ასევე, გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის 2 და კომპანიაში კუთვნილი წილების მიუთითებლობის 2 ფაქტი", - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023