ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის, ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ორგანიზაციის მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს.
„ცენტრის წევრებმა, საკუთარი სოფლებში მოიკვლიეს ინფორმაციები მარტოხელა ხანდაზმულების შესახებ და 5 თემში მცხოვრებ 8 ხანდაზმულს გაუწიეს დახმარება საოჯახო საქმიანობაში. მოხალისეობა არის შესაძლებლობა, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო და უნარ-ჩვევები. ახალგაზრდებმა შეძლეს გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის საკუთარი დროის დათმობა და იმის გაცნობიერება, რომ შენს ირგვლივ ყოველთვის არსებობს ადამიანი, ვისაც შენი დამხარება სჭირდება”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში