გურია. 22 დეკემბერს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლების მოზარდებისთვის ორგანიზაციის ოფისში გაიმართა ტრენინგი მრავალფეროვნების შესახებ.
„დამსწრე მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია მრავალფეროვნების ცნებისა და მისი განზომილებების შესახებ. განიხილეს კულტურათაშორისი მგრძნობელობის განვითარების 6 საფეხურიანი მოდელი. იმსჯელეს თუ რა განაპირობებს სტერეოტიპების წარმოშობას, როგორი სახის სტერეოტიპებს ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში