თბილისი. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) ევრაზიის რეგიონის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის და პრაქტიკის შედარებითი ანალიზი გააკეთა.
„IDFI-ის მიერ მომზადებული შედარებითი ანალიზის მიზანია ევრაზიის რეგიონის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების სისტემების პარალელური ტენდენციებისა და საერთო მახასიათებლების, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის განსაზღვრა. პირველ ყოვლისა, კვლევა აღწერს თითოეული ქვეყანის სახელმწიფო შესყიდვების სისტემას, შემდგომ კი, განიხილავს ამ კანონების საერთო დადებით და უარყოფით მხარეებს, ხარვეზებს, ასევე, მათი განხორციელების შესაძლო პრობლემებს", - აღნიშნულია დოკუმენტის შესავალ ნაწილში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი