თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
„არაერთი კვლევა თუ ანგარიში, რომელიც ქალთა ეკონომიკური აქტიურობისა და გაძლიერების საკითხებს იკვლევს, დასაქმების, სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ სფეროებში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურულ ბარიერებზე მიუთითებს. სტრუქტურულად დამაბრკოლებელ გარემოებებს შორის დასახელებულია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა - საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზები, სადაც შრომითი კანონმდებლობა არ არის მორგებული ქალთა საჭიროებებზე და მოქნილია დამსაქმებელთა მხრიდან დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ასევე სტრუქტურულ ფაქტორებს შორის უნდა იქნეს მოაზრებული ქალთა შორის ფინანსურ წყაროებზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ბავშვებზე ზრუნვისთვის არასათანადო ინსტიტუციური მოცემულობა, რაც მშობლებს ხელს უშლის სრული განაკვეთით დასაქმებაში, კულტურული თუ ტრადიციასთან დაკავშირებული წარმოდგენები ქალების როლის, მათი საზოგადოებრივი ფუნქციის შესახებ, ასევე ღრმად გამჯდარი წარმოდგენები ქალებისთვის „შესაფერისი" განათლების მიღების თუ დასაქმების ადგილების შესახებ, რომელიც შემდგომ სისტემურად განაპირობებს ქალთა დაბალ მატერიალურ შესაძლებლობას, მათ მაღალ მოწყვლადობას და საშინაო სფეროში სუბორდინაციის მაღალ შესაძლებლობებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge