„ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით” პროექტის ფარგლებში მეგობრობის ხიდი ქართლოსის ორგანიზებით რიგით მეოთხე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა გორში არტ კაფეში.
„ახალგაზრდებმა ასტრიდ ბუსინსკის ფილმი „ჯიოვანი და წყლის ბალეტი” ნახეს რომლის ძირითადი თემები: გენდერული სტერეოტიპებს, დისკრიმინიაციას და ადამიანის უფლებებს ეხება.
ფილმების ჩვენებების მიზანი მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობის გაძლიერებაა, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგია”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში