თბილისი. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ყოველგვარი პროცედურის გარეშე და ისეთი კანდიდატების ნომინირების გამო, რომელთა უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგადოებაში. აშკარაა, რომ დასახელებული კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს: უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა სიაზე; დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესსა და კრიტერიუმებს; შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ და ხელახლა უნდა მოხდეს, კანონით დადგენილი წესით, კანდიდატურების ნომინირება".
წყარო: coalition.ge