თბილისი. 2019 წლის 15 იანვრიდან ღია საზოგადოების ფონდი საგრანტო განაცხადის ონლაინ ფორმით მიღებაზე გადადის. მანამდე განაცხადების მიღება ძველი წესით გაგრძელდება.
ახალი წესის მიხედვით, ელექტრონული განაცხადის შევსება და გამოგზავნა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ფონდის ვებგვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. იცვლება რეკომენდატორთაგან ინფორმაციის მიღების ფორმაც. პროექტის და განმცხადებლის შესახებ წერილობითი რეკომენდაციის ნაცვლად, სავალდებულოა რეკომენდატორთა სახელებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი