გურია. ლიდერთა სკოლაში აქტიურად მუშაობს თანატოლგანმანათლებელთა პროგრამა.
„ლიდერთა სკოლის მოსწავლემ, ეკატერინე ტოტოჩავამ თანატოლებთან ჰარპელ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას" განხილვა მოაწყო. დისკუსია გაიმართა ნაწარმოებში აღწერილი ძალადობისა და რასიზმის თემების შესახებ. მოზარდებმა, კონკრეტული ეპიზოდების მიხედვით იმსჯელეს დისკრიმინაციის ფორმებზე, უსამართლობის განცდებზე, ბავშვთა დარღვეულ უფლებებზე, გარესამყაროში არსებულ სისასტიკესა და ბოროტებაზე და საკუთარ როლზე ცვლილებების განხორციელების პროცესში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში