en
ge

პრეზენტაცია: სამოქალაქო განათლება ყველასთვის

პრეზენტაცია: სამოქალაქო განათლება ყველასთვის

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" საქართველოს ქალაქებში დაიწყო ონლაინ პლატფორმა „სამოქალაქო განათლება ყველასთვის" პრეზენტაციების ახალი ციკლი.

თბილისი. „Civiceducation.ge სამოქალაქო განათლების ონლაინ სახელმძღვანელოა, რომელიც შეიქმნა გასულ წელს და 2018-2019 სასწავლო წელს სრულად გაეშვა, რაც სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებს. 2018-2019 სასწავლო წელს ვებ-რესურს, რომელიც ამჟამად სამი თავისგან შედგება, დაემატება მეოთხე, ახალი თავი - „მე, ოჯახი და საზოგადოება", რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა პირადი ცხოვრების უფლება, გენდერული როლები ოჯახში და სხვადასხვა სახის ურთიერთობები, ოჯახური ძალადობა და მისი პრევენცია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2018-2019 სასწავლო წელს ასევე სრულად გაეშვება ონლაინ პლატფორმის სომხური და აზერბაიჯანული ვერსიები, რაც საშუალებას მისცემს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს მშობლიურ ენაზე ისწავლონ სამოქალაქო განათლება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023