თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სასამართლო თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეცნიერების საქმეზე კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს დაკითხავს. „არჩილ კაიკაციშვილის თქმით, შეუძლებელია თსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგებს, წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ სამართლიანი და კანონიერი უწოდოს. ამასთან, ადგილი აქვს სხვა არაერთ დარღვევას და დოკუმენტების შესაძლო გაყალბებას, რასაც შესაძლოა სისხლის სამართლის წესით მიცეს მსვლელობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ კონკურსში ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს, კონკურსის შედეგები წინასწარ იყო ცნობილი და რექტორმა არავითარი რეაგირება არ მოახდინა დროებითი კომისიით თუ თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის მითითებებზე, შეეგუა უკანონობის დაშვებას და ხარკი გადაიხადა გარკვეული ინტერესებისთვის, რასაც ორგანიზაცია სამართალწარმოების პროცესში, სააშკარაოზე გამოიტანს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.barristers.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)