თბილისი. „რადიო თავისუფლების" ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის, ასლანბეკ დადაევისთვის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის საქმეზე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. EMC -ის ინფორმაციით, დადაევი საზღვრის გადმოკვეთას 7 ნოემბერს ცდილობდა, თუმცა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ მას უარი უთხრა. EMC- მიიჩნევს, რომ უარი უსაფუძვლო იყო; გარდა ამისა, საქმეში იკვეთება გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ნიშნები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)