en
ge

კგბ არქივის გახსნა ლატვიაში - სასარგებლო გაკვეთილი საქართველოსთვის

კგბ არქივის გახსნა ლატვიაში - სასარგებლო გაკვეთილი საქართველოსთვის

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს ბლოგპოსტს: კგბ არქივის გახსნა ლატვიაში - სასარგებლო გაკვეთილი საქართველოსთვის. „2018 წლის დეკემბრის თვეში ლატვიის ეროვნულმა არქივმა გამოაქვეყნა ლატვიაში მოქმედი КГБ-ს აგენტურის კართოტეკა და გახდა პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც სრული ლუსტრაციის განხორციელება დაიწყო. საქართველოში სრული „ლუსტრაციის" განხორციელების მთავარ პრობლემას ქმნის ის ფაქტორი, რომ ოფიციალური მონაცემებით საქართველოს КГБ-ს არქივი „თბილისის ომის" დროს გაჩენილი ხანძარისას განადგურდა და მოხერხდა დოკუმენტების მხოლოდ 20%-ის გადარჩენა. არქივის ხანძარი და ინფორმაციის განადგურება სრული ლუსტრაციის პროცესს შეუძლებელს ხდის, თუმცა ამას გარდა მკვლევარები გამოყოფენ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებსაც: აუცილებელია პირადი და საიდუმლო ინფორმაციის განსაზღვრა საარქივო დოკუმენტებთან მიმართებაში და კონფიდენციალურობასა და ინფორმაციის გამოყენებას შორის ისტორიული, სტატისტიკური და სხვა კვლევითი მიზნებისათვის განსხვავების ზუსტად გამიჯვნა", ნათქვამია მასალაში.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023