აჭარა. საქართველოს სახალხო დამცველმა გაიზიარა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) კრიტიკა ბათუმის საკრებულოს იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომლითაც მწვანე კონცხის მნიშვნელოვნად გამწვანებულ სივრცეში 28 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა ხდება ნებადართული.
EMC აღნიშნულ საკითხზე საზოგადოება „ბათომის" სახელით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აწარმოებს საქმეს და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ ქალაქგანვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო. როგორც EMC -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველი მწვანე კონცხის განაშენიანების საკითხზე ქ. ბათუმის საკრებულოსა და მერიის მიმართ გაცემული რეკომენდაციით იზიარებს EMC-ს პოზიციას და უკანონოდ მიიჩნევს აღნიშნულ დადგენილებას. კერძოდ, რეკომენდაციის თანახმად, ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ მითითებული გადაწყვეტილება მიღებული იყო საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოქმედ რეგულაციებს, რის გამოც არსებობს აღნიშნული გადაწვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)