თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი უსამძიმრებს 16 იანვარს დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. „საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. ადამიანის უფლებათა ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და საცხოვრებელ კორპუსში მაცხოვრებელ ყველა დაზარალებულს და მზადყოფნას გამოთქვამს, უფასო იურიდიული დახმარება გაუწიოს აფეთქების შედეგად დაზარალებულებს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)