აჭარა. 19 იანვარს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში გაიმართა ბენდი „ერთად” მუსიკალური პერფომანსი. „აპრილის თვიდან, პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” აჭარის მუნიციპალიტეტების (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი) 10 სოფელში ჩატარდა10 მუსიკალური პერფომანსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები და სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა. აქტივობის ერთ-ერთი მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის მაშტაბით, რათა ვაჩვენოთ საზოგადოებას რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის. ასევე აჭარაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკურ/ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ტრადიციების, კულტურისა და ღირებულებების უკეთ წარმოჩენა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)